მასტერკლასი თურქული ენის პროფესორ-მასწავლებლებისთვის.
იუნუს ემრეს ინსტიტუტში გადამზადების სემინარი გაიხსნა. ქართველი თურქოლოგები ოთხი დღის განმავლობაში თურქული ენის პალატის თავმჯდომარისა და დარგის სხვა სპეციალისტების ლექციებს მოისმენენ. სემინარის გახსნას ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ალიბეგაშვილი და საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი, ფათმა ჯერენ იაზგანი ესწრებოდნენ.