სამძიმრის წიგნი თურქეთის საელჩოში

საქართველოში თურქეთის ელჩი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებისთვის მადლობას უხდის. ელჩმა პირველი კომენტარი ცოტა ხნის წინ პირველ არხთან გააკეთა. ამასთან, საელჩოს განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, საელჩოს კოორდინაციით, საჭირო ნივთები შეგროვდება და თურქეთში გაიგზავნება. საქართველოში თურქეთის საელჩოში ასევე გახსნილია სამძიმრის წიგნი, სადაც ჩანაწერები კეთდება.

მარიკა შალიკაშვილი ესაუბრა თურქეთის ელჩს და ახლა ღია ეთერში შემოგვიერთდება.