ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა თურქეთის ელჩთან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მხარეებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების პერსპექტივები და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია განიხილეს, რომელიც 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ასევე მოსახლეობისთვის ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების თურქეთში მკურნალობის პროგრამასაც, რომლის ფარგლებშიც, ბავშვებს მკურნალობის მიღება თურქეთის ოთხ წამყვან კლინიკაში შეუძლიათ.