პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა. განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი ნაბიჯები. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა”. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას.