მასტერკლასები ფოლკლორის ცენტრში

18:44, 16.11.2021

ქართული ცეკვის მასტერკლასი მიმდინარეობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.

სამდღიან მასტერკლასში, 75 ქორეოლოგ-ქორეოგრაფი, მოცეკვავეები და სტუდენტები  მონაწილეობენ. ისინი შეისწავლიან აფხაზური ცეკვის ნიმუშებს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით. მასტერკლასს აფხაზეთის ანსამბლ „შარათინის“ მოცეკვავეები და ქორეოგრაფები უძღვებიან.

სწავლება 17 ნოემბერს დასრულდება.

მსგავსი