ქართული ცეკვის მასტერკლასი მიმდინარეობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.
სამდღიან მასტერკლასში, 75 ქორეოლოგ-ქორეოგრაფი, მოცეკვავეები და სტუდენტები მონაწილეობენ. ისინი შეისწავლიან აფხაზური ცეკვის ნიმუშებს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით. მასტერკლასს აფხაზეთის ანსამბლ „შარათინის“ მოცეკვავეები და ქორეოგრაფები უძღვებიან.
სწავლება 17 ნოემბერს დასრულდება.