მასტერკლასი პატარა მუსიკოსებისთვის

ელისო ბოლქვაძის მასტერკლასი პატარა მუსიკოსებისთვის. ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სკოლის დარბაზში ის კანდიდატები შეირჩევიან, რომლებიც ციურიხში, პარიზსა და ბათუმის ფესტივალებში მიიღებენ მონაწილეობას. მასტერკლასებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 10-დან 18 წლამდე პიანისტები იღებენ მონაწილეობას.