ჯეიმს ბონდი ახალი სახით ბრუნდება
ბრიტანელი მსახიობი, დიორის მოდის სახლის ამბასადორი, რობერტ პატინსონი ჯეიმს ბონდის როლში – ლეგენდარული „აგენტი 007“ ახალ სახეს იძენს. თვეების განმავლობაში მიმდინარე ვარაუდებს წერტილი დაესვა. ბონდის ახალ ფილმზე Amazon MGM Studios და კანადელი რეჟისორი დენი ვილნევი იმუშავებენ.
პატინსონის არჩევამ უკვე დიდი გამოხმაურება გამოიწვია – როგორი იქნება ახალი ბონდი, როგორ შეიცვლება მისი ეკრანული იმიჯი და ვინ შეასრულებს ქალის მთავარ როლს? პასუხები ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, ახალი ფილმის გარშემო მოლოდინი სულ უფრო იზრდება.