გაიანე მანასიანის გამოფენა 

12:30, 28.11.2026

„იარტ გალერეა“ მხატვარ გაიანე მანასიანის გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 60 ნამუშევრიდან ხუთი ახალია, რომელთა ნახვის შესაძლებლობაც დამთვალიერებელს პირველად ეძლევა. გამოფენა აერთიანებს სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს, ასევე შერეული ტექნიკითა და კერამიკაზე შესრულებულ ნიმუშებს. ექსპოზიციის მთავარი თემებია: ადამიანის იდენტობა, ისტორიული მეხსიერება და ხელოვნებისა და მეცნიერების ურთიერთკავშირი. გამოფენის დათვალიერება მსურველებს 29 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. 

მსგავსი