ტრეფიკინგის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაცია თბილისში.
ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელის განცხადებით, ბოლო წლების მიხედვით, ტრეფიკინგი საქართველოში სექსუალური ექსპლუატაციის მიმართულებითაა გამოხატული, ვიდრე შრომითი ექსპლუატაციის კუთხით და ძირითადად ამ მიმართულებით პრობლემური აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს, ტრეფიკინგის მსხვერპლ ოთხ ადამიანს აღმოუჩინეს დახმარება, წინა წელს კი 10 პირს, თუმცა ლაშა ჯინჯიხაძის განმარტებით, ეს არ არის მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრეფიკინგის მსხვერპლთა სრული სტატისტიკა. ეს ის პირები არიან, რომლებმაც მათ დახმარებისთვის მიმართეს.
ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით და მსხვერპლთა დასახმარებლად შეთავაზებული სერვისების მხრივ საქართველოს მოწინავე პოზიციებზე საუბრობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.