აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასაფლაოების მიმართულებით დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. 16 და 17 აპრილს ავტობუსები დილის 8-დან საღამოს 20 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. მეტროსადგურ „დიდუბიდან“ დამატებითი მარშრუტები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით დაინიშნა. მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეები მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველის და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანს. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან – „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“ და სადგურის მოედანი.