ტრანსპორტის განრიგი სააღდგომოდ

12:11, 05.05.2024

5-6 მაისს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაინიშნა.

ავტობუსები მგზავრებს დილის 8:00 საათიდან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის მესამე მასივიდან.

მსგავსი