31 დეკემბერს დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს, მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ავტობუსები 23:00-დან შუაღამის 03:00 საათამდე მსურველებს მათთვის ხელსაყრელ მეტროსადგურებთან დააკავშირებენ, რის შემდეგაც, მგზავრები შეძლებენ, დანიშნულების ადგილზე მეტროს დახმარებით მივიდნენ.