ტრაგედიით დასრულებული ექსკურსია. ლაგოდეხში, ჩანჩქერში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ოპოვეს.
ლაგოდეხის ნაკრძალში უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გოგონა მდინარეში ჩავიდა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი პედაგოგი ჰყვება, მალევე ის სწრაფმა დინებამ ჩანჩქერისკენ წაიღო. ამ დროს ადგილზე რამდენიმე ბავშვთან ერთად მხოლოდ ერთი პედაგოგი იმყოფებოდა. გამოძიების დასრულებამდე ყველა მხარე პასუხისმგებლობას იხსნის. კიდევ ერთ ექსკურსიაზე მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო ექსკურსიების საკანონმდებლო რეგულაციების ქვეშ მოქცევის საკითხი დღის წესრიგში დგება. დღემდე მხოლოდ რეკომენდაციები მოქმედებდა, ძირითადად, სატრანსპორტო უსაფრთხოების მიმართულებით. პარლამენტში უკვე ინიცირებულია ორი კანონპროექტი, რომლითაც უშუალოდ ექსკურსიის დროს უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრება მოხდება.