ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი მიმდინარეობს.
ისტორიული შერკინება ერთი საათის წინ დაიწყო. თითქმის ორი საუკუნეა გურულები წელიწადში ერთხელ ლელობურთს, აღდგომის დღესასწაულზე თამაშობენ. ამ დღეს მოსახლეობა ორ გუნდად იყოფა და ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები უპირისპირდებიან. ვინც შეძლებს და 17 კილოგრამიან ბურთს თავისი სოფლისკენ წაიღებს, გამარჯვებულადაც ის ითვლება.
შერკინებას შუხუთში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქალაქეები და უცხოელი ტურისტებიც ესწრებიან.