პრეზიდენტის მილოცვა

ქრისტიანული სამყაროს იმ ნაწილს, რომელიც დღეს აღდგომას ზეიმობს დღესასწაულს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. „ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს მრავალკონფესიურ და მრავალეთნიკურ ქვეყანაში დღეს ამ ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ვუერთდები თქვენს ზეიმს და გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას ერთიან, მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოში.“- წერს სალომე ზურაბიშვილი.