„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2024“

შარშან დაწყებული ტრადიცია გრძელდება. ცნობილი ქართველი პიანისტის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი წელსაც ჩატარდება. დღემდე უცნობი ამბები და ისტორიები ლექსო თორაძეზე – ფესტივალის გახსნამდე მონაწილეებს მსოფლიო დონეზე აღიარებულ ქართველ მუსიკოსზე დაწერილი ახალი ალბომი წარუდგინეს.

13-დღიანი ფესტივალის ფარგლებში თბილისს კლასიკური მუსიკის არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ეწვევა. კონცერტების გარდა შეირჩევიან წარჩინებული სტუდენტები, რომლებსაც ერთი წლის განმავლობაში თორაძის ფონდის სტიპენდია დაენიშნებათ.