ელისო ვირსალაძის მასტერკლასი

ცნობილი და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ქართველი პიანისტი საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას მომავალ თაობას უზიარებს.

კონსერვატორიაში ელისო ვირსალაძის მასტერკლასები დაიწყო. საგანმანათლებლო პროექტის მონაწილე სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, რომ რჩევები და შენიშვნები მსოფლიო დონის მუსიკოსისგან მიიღონ.

მასტერკლასების დაწყებამდე ელისო ვირსალაძის სტუდენტებმა სხვადასხვა ქვეყნიდან ქართველი მსმენელისთვის კონცერტი გამართეს. ახალგაზრდა მუსიკოსებმა მოცარტის პროკოფიევის და კიდევ არაერთი მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებები შეასრულეს. ელისო ვირსალაძის სტუდენტების კონცერტი საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა.