ახალგაზრდა ქართველი პიანისტის კონცერტი  

კონსერვატორიის დარბაზი ხვალ გერმანიაში მოღვაწე ქართველ პიანისტს დაეთმობა.

სანდრო ნებიერიძე ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. მრავალფეროვანი პროგრამა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებთან ერთად თავად პიანისტის მიერ შექმნილ კომპოზიციებსაც მოიცავს.

პიანისტი ხვალინდელ კონცერტზე მსმენელთან მხოლოდ მუსიკით ურთიერთობას არ აპირებს, სანდრო ნებიერიძე გეგმავს აუდიტორიას ნაწარმოებების შესახებაც უამბოს და საავტორო კომპოზიციებზე მუშაობის   გამოცდილებაც გაუზიაროს. მუსიკოსი კონცერტს უფროსი მეგობრის ვაჟა აზარაშვილის ხსოვნას უძღვნის.