თხილის წარმოების მხარდასაჭერად სახელმწიფო პროგრამა წელსაც გაგრძელდება.
ეს ნიშნავს, რომ ფერმერები მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად ერთ ჰექტარზე 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. მკაცრად გაწერილია ბარათების გამოყენების ვადები. ბოლო წლებში საქართველოდან თხილის ექსპორტის მაჩვენებელი შედარებით გაზრდილია.
მაკა არჩევნიშვილი გვეტყვის, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ ბენეფიციარები მხარდამჭერ პროგრამაში ჩასართავად.