თხილის მოსავალი

როგორი იქნება წელს თხილის მოსავალი? ფერმერებმა ქარხნებში მოსავლის ჩაბარება უკვე დაიწყეს. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა უკვე თითქმის ერთი წელია მოქმედებს და ის 90 ათას ფერმერს აერთიანებს. პროგრამის ბენეფიციარებისთვის სახელმწიფო თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულებას ასუბსიდირებს. პროგრამა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და იმ ფერმერებს აერთიანებს, რომლებსაც სამ ჰექტარზე მეტ ფართობზე თხილის ბაღი აქვთ გაშენებული.