საქართველოში მცხოვრები უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურის სიმცირეს უჩივიან.
ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ისევ რჩება ქუჩაში და შენობებში გადაადგილება, ასევე სპეციალური მანიშნებლების არარსებობა და საზოგადოებაში ინტეგრაცია.
უსინათლოთა სიმბოლოს – თეთრი ხელჯოხის დღეს ხელისუფლების მიმართ შშმ პირებს უცვლელი მოთხოვნა აქვთ: შეიქმნას სპეციალური ცენტრი, სადაც მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას ასწავლიან.
თეთრი ხელჯოხის დღეს მსოფლიო 1969 წლიდან აღნიშნავს. არაოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მხედველობის პრობლემა 40 000-მდე ადამიანს აქვს, მათ შორის 6 000 -მდე უსინათლოა.