სამწლიანი მმართველობის დასასრული, – ტერეზა მეი მიდის.
7 ივნისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებს. ეს გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურმა მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა ბრექსითის საკითხზე, მის მიერ ბრიუსელთან შეთანხმებული დოკუმენტი სამჯერ ჩააგდო. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მეიმ ბრექსითის გარშემო სკეპტიკოსი დეპუტატების დარწმუნება ვერ მოახერხა.
გამოსამშვიდობებელი მიმართვა ემოციური აღმოჩნდა. „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა აღიარა, რომ ბრექსითი მისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო, რომელიც მისი პრემიერობის დროს ვერ განხორციელდა.
ლონდონში არ გამორიცხავენ, რომ პრემიერის წასვლის შემდეგ, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცესი, შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს.