არჩევნები დიდ ბრიტანეთში

დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება უწევს.

გაერთიანებულ სამეფოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ამ არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა რიგით მესამე კონსერვატორი პრემიერი ბრექსითის პროცესის ბოლომდე მიყვანას. ჯონსონის პოლიტიკურ ძალას აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება სჭირდება იმისთვის, რომ ერთი თვის წინ ჩაგდებული კანონ-პროექტი დამტკიცდეს და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდეს. პრემიერის პარტიის მთავარი კონკურენტი ლეიბორისტი ჯერემი კორბინია, რომელსაც ბრექსითთან დაკავშირებით რადიკალურად გასხვავებული გეგმა აქვს.

რეფერენდუმი, ევროკავშირში დარჩენა თუ ორგანიზაციასთან შეთანხმებული, თუმცა ოპოზიციის მიერ დაწუნებული გეგმით გაერთიანებიდან უახლოეს თვეებში გასვლა, – დღევანდელი არჩევნები აჩვენებს, ამ სამიდან რომელი სცენარით განვითარდება მოვლენები.