დიდი ოცეულის სამიტი

მსოფლიო ყურადღება დღეს იაპონიის ქალაქ ოსაკასკენ იყო მიმართული. თითქმის ერთწლიანი პაუზის და რამდენჯერმე ჩაშლილი შეხვედრების შემდეგ, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ. აუდიენცია დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შედგა. დახურულ კარს მიღმა პრეზიდენტებმა უკრაინაზე, სირიაზე, ირანსა და ვენესუელაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობა მათ ქვეყნებს შორის უნდა გაუმჯობესდეს. არანაკლებ დიდი ინტერესი იყო პუტინის და დიდი ბრიტანეთის პრემიერს შეხვედრის მიმართაც, რომელიც სამწლიანი პაუზის შემდეგ გაიმართა. ტერეზა მეიმ კრემლის რუსეთის პრეზიდენტს მამა-შვილ სკრიპალების მოწამვლის საქმეზე განმარტებები მოსთხოვა.