ტექნოლოგიური ბანაკი ანაკლიაში

პირველი ტექნოლოგიური ბანაკი ანაკლიაში. ზუგდიდის მერიისა და ზუგდიდის ტექნო-პარკის ორგანიზებით ბანაკში მონაწილეობა 50 ახალგაზრდამ მიიღო. ისინი ერთი კვირის განმავლობაში თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. ბანაკის დახურვის დღეს მონაწილეები აუდიტორიის წინაშე სტარტაპ იდეებით წარდგნენ. გამარჯვებული გახდა გუნდი Aceup, რომელმაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან ჯილდოს სახით 2000 ლარი მიიღო.