თენგიზ გავაშელი მეუღლესთან ერთად მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
თბილისის პროკურორის მოადგილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე, თენგიზ გავაშელი მეუღლესთან ერთად მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა მისული.
შეგახსენებთ, ინციდენტს ადგილი წყნეთის ქუჩაზე ორი დღის წინ ჰქონდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირებაში მონაწილე პირმა მიმალვა სცადა, რასაც გავაშელის ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირიქით, მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
დაპირისპირების საქმეს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია იძიებს.