კულტურის სამინისტროს გენინსპექცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კულტურის სამინისტროს პოლიტიკურ თავდასხმაში ადანაშაულებს.

ორბელიანების სასახლეში დღეს წულუკიანის უწყების გენერალური ინსპექცია შევიდა. სვიმონ დადიანის ხუთი ტილო, რომლებიც რეზიდენციაში იყო წარმოდგენილი, ხელოვნების სასახლეში წაიღეს. მიზეზად ერთ-ერთი ნახატის დაზიანება სახელდება. გაჩნდა კითხვა – არ უკავშირდება გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ „ფეისბუქ“-პოსტს, რომელშიც პრეზიდენტმა ეროვნულ გალერეაში მომხდარ ინციდენტზე პოლიციელების მობილიზება გააპროტესტა. როგორც გენერალური ინსპექციის განმარტებიდან ირკვევა, დაზიანება ერთ-ერთ ნახატზე ჯერ კიდევ დეკემბერში ჩატარებული მონიტორინგის დროს იპოვეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კულტურის სამინისტროს ახსენებენ, რომ დადიანის ნამუშევრები წლების წინ საქართველოში სწორედ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით ჩამოიტანეს და ხუთი ნახატი სასახლეში მისი ვადის ამოწურვამდე უნდა დარჩენილიყო.

სხვა ინფორმაციას ავრცელებს გენერალური ინსპექცია.