თელავში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

თელავში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მისივე ძმაა.

შემთხვევას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ძმებს შორის კონფლიქტი ყოფით პრობლემებს უკავშირდება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

რაც ეხება დაჭრილს, ის თელავის ჰოსპიტალში მკურნალობს.