თელავის ახალი აეროპორტი

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტდიზაინისა და პროექტირების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში 3-წლიანი გამოცდილება აქვს. მოსამზადებელი პროექტი მოიცავს აეროპორტის კონცეპტუალურ და სქემატურ დიზაინს.