ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპაში ვინმე თუ გადაწყვეტს ომის დედაქალაქში ჩასვლას, იქ საუბარს და დაპირებების გაცემას საერთო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასეთ ხალხს ყურადღება რატომ უნდა მივაქციოთ?
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპაში ვინმე თუ გადაწყვეტს ომის დედაქალაქში ჩასვლას, იქ საუბარს და დაპირებების გაცემას საერთო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასეთ ხალხს ყურადღება რატომ უნდა მივაქციოთ?

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპაში ვინმე თუ გადაწყვეტს, ჩავიდეს ომის დედაქალაქში, იქ ისაუბროს და დაპირებები გასცეს საერთო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასეთ ხალხს ყურადღება არ უნდა მიექცეს.

მისი თქმით, ევროკავშირს და ნატო-ს საკითხების გადაჭრა ასეთი ადამიანების გარეშე შეუძლიათ.

ამის შესახებ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთში, ბლენჰაიმის სასახლეში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრა მიმდინარეობს.

„ეს ადგილი უინსტონ ჩერჩილთან ასოცირდება. ჩერჩილი ჩერჩილად სიმამაცემ აქცია. სწორედ სიმამაცით მოიგო მან ცხოვრების ყველაზე დიდი ბრძოლა. იქნება ევროპა კონტინენტი, რომელიც არც დანებდება და არც ტირანებს მიჰყიდის თავს? იქნება ერების და საზოგადოებების კონტინენტი? დავინახავთ, წინა თაობების სიმამაცემ, რომლებმაც ევროპა დაიცვეს, რა მოიტანა ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის. ჩვენი სიმამაცე არანაკლები უნდა იყოს ევროპისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო მშვიდობიანი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება უკრაინის მოკავშირეებზე ზეწოლის მოხდენას იმ იმედით, რომ ერთიანობა დაარღვიოს და რომელიმე ლიდერმა დანარჩენებს უღალატოს.

„სამ რამეზე ვკონცერტირდები. ჩვენ ერთიანები ვართ აქ, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინმა ვერ მიაღწია წარმატებას უმთავრეს სამიზნეში. ჩაფლავდა ევროპის დაყოფის სურვილში და ეს უპირატესობა იქამდე გვექნება, ვიდრე ერთად ვიქნებით. ის შეეცდება, მოგწვდეთ თქვენ ან თქვენს მოკავშირეებს ინდივიდუალურად, რომ ზეწოლა მოახდინოს თქვენზე, იმ იმედით, რომ ერთ-ერთი თქვენგანი უღალატებს დანარჩებს. ყველა დამოუკიდებლად ირჩევს, როგორ მოიქცეს, რა მემკვიდრეობა დატოვოს, მაგრამ თუ ვინმე ევროპაში გადაწყვეტს, გადაჭრას საკთხები სხვის ზურგს უკან, თუ ვინმეს ომის დედაქალაქში სურს ჩასვლა, იქ საუბარი და დაპირებების გაცემა ჩვენი საერთო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასეთ ხალხს ყურადღება რატომ უნდა მივაქციოთ? ევროკავშირს და ნატო-ს შეუძლიათ საკითხების გადაჭრა ასეთი ადამიანების გარეშე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.