საპროტესტო აქცია თელავში

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ თელავში.

ქალაქის ცენტრში, ერეკლე მეფის ძეგლთან აქციის მონაწილეები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით და ბანერებით „არა რუსულ კანონს“ ამ წუთებში იკრიბებიან. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციას მოქალაქეები სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც უერთდებიან. სიტყვით გამოსვლების შემდეგ აქციის მონაწილეები გეგმავენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალამდე მსვლელობის მოწყობას.