ქურდობის ფაქტი თელავში

კახეთის პოლიციამ თელავში მომხდარი ქურდობის ოთხი ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი.

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა თელავში, სხვადასხვა დროს, ოთხ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირფასი ნივთები და თანხა მოიპარა. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბინებიდან მოპარული ნივთები.