ახალგაზრდა მხატვრის, თეკლა მელაძის ნამუშევრები ნიუ-იორკში სამ საგამოფენო სივრცეში გამოიფინება. ექსპოზიციაზე სახელწოდებით „მეტი მზე და პური მსოფლიოს – მსოფლიო გაჭირვებისა და შიმშილის გარეშე“, მხატვრის 30-მდე ტილოა წარმოდგენილი.
უცხოელი დამთვალიერებელი თეკლა მელაძის ნამუშევრებს 3-4 დეკემბერს Fringe gallery-ში, 8 დეკემბერს ქართული კულტურის ცენტრში, 11 დეკემბერს კი Merkin Hall-ში იხილავს.