ახალგაზრდა ფოტოგრაფების თვალით დანახული მნიშვნელოვანი თემები და პრობლემები – სამი ქვეყნის დამწყები ფოტო-ხელოვანების ნამუშევრებს ერთ საგამოფენო სივრცეში მოუყარეს თავი. ფოტო-სერიები აქტუალურ სოციალურ საკითხებს ეხება.
მამებისა და გოგო შვილების ურთიერთობები, ფოთის სკოლის მოსწავლეების ცხოვრება და ცხოველების მიმართ დამოკიდებულება – ეს და სხვა თემები ახალგაზრდა ფოტოგრაფებმა ფირზე აღბეჭდეს.
ნამუშევრები „არტ არეას“ საგამოფენო სივრცეში 11 მარტის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.