„ქალები - ერთმანეთისთვის“

„ქალები – ერთმანეთისთვის“ – ამ სახელწოდებით ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ძალადობის მსხვერპლი პირების დაწესებულების ბენეფიციარებისთვის, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორებმა ძალადობის მსხვერპლ ქალებს კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მათ უსასყიდლოდ სთავაზობს. იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზეც.

პარალელურად, საღამოზე ახალგაზრდა მხატვრის – თეკლა მელაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა და მას მუსიკალურად „თბილისის ქალთა გუნდი აფორმებდა“. ღონისძიება პარტია „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის, ქართველ და ებრაელ ქალთა მსოფლიო ასოციაცია „ესთასთან“ თანამშრომლობითა და კერძო სექტორის წარმომადგენელი ქალების ხელშეწყობით გაიმართა.