„ავტოპორტრეტი სახის გარეშე“

ავტოპორტრეტების სერია.

ახალგაზრდა მხატვარი მარიამ ცხვედიანი საგამოფენო სივრცეში საკუთარ შემოქმედებას პირველად წარმოადგენს. გამოფენილია 20-მდე ავტოპორტრეტი სახეების გარეშე. ავტორი პირად ემოციებს, განწყობებს, ამბებს და სახასიათო შტრიხებს სხეულის ენით გადმოსცემს. ნამუშევრების ნაწილი პერგამენტზეა შესრულებული.

ავტოპორტრეტები სახის გარეშე“ – გამოფენის ამ სახელწოდებით მხატვარი დამთვალიერებელს ეუბნება, რომ რაღაც კონკრეტულის გამოსახატად სახე აუცილებელი არ არის. ექსპოზიცია ბოლო სამი წლის განმავლობაში მხატვრის მიერ შექმნილ 20-მდე ნამუშევარს აერთიანებს.

გამოფენა ნოვო გალერეაში 7 მაისამდე გაგრძელდება.