პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, თეიმურაზ შაშიაშვილის შტაბი საპრეზიდენტო კანდიდატებს მოსახლეობასთან ერთობლივ შეხვედრებს სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება დღეს შტაბის პრესსპიკერმა, ლელა ებრალიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ისინი მზად არიან, ნებისმიერ დროს სხვა კანდიდატთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრონ.