თეიმურაზ შაშიაშვილი კახეთის მცხოვრებლებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს თეიმურაზ შაშიაშვილი.

პრეზიდენტობის კანდიდატი ამჯერად კახეთში იმყოფება. შაშიაშვილი ამომრჩევლს დღეს ყვარელსა და თელავში შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. მან ყურადღება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალურ პირობებზე გაამახვილა და ქვეყნის მართვის სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.