პრეზიდენტობის კანდიდატი პირველ არხზე - თეიმურაზ შაშიაშვილი; ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი
„მოამბე“ განაგრძობს პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის საეთერო დროის დათმობას. დღეს ჩვენს შეკითხვებს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი უპასუხებს.
მოკლედ მისი ბიოგრაფიის შესახებ: დაიბადა 1951 წელს. პროფესიით არის პოლიტოლოგი და ინჟინერ-ეკონომისტი.
1990 წელს იყო უზენაესი საბჭოს წევრი, 1992 წელს გახდა პარლამენტის წევრი, 1993-95 წლებში ეკავა ქუთაისის მერის პოსტი, 1995-2003 წლებში იყო იმერეთის გუბერნატორი. მისი ინიციატივით დაფუძნებულია რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია.