პრეზიდენტობის კანდიდატები პირველ არხზე - გიორგი ლილუაშვილი; პარტია „საქართველო“

პრეზიდენტობის კანდიდატებს მთავარ გამოშვებაში დროს უთმობს „მოამბე“.

დღეს ჩვენი სტუმარი პარტია „საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი იქნება.

მოკლედ მისი ბიოგრაფიის შესახებ:

დაიბადა 1973 წელს. დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა იურისტად, 2016 წელს აირჩიეს პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარედ.

2016 წლიდან დღემდე არის საქართველოს ეროვნული სამხედრო სამედიცინო აკადემიის რექტორი.