პრეზიდენტობის კანდიდატი პირველ არხზე - კახა კუკავა; პარტია „თავისუფალი საქართველო“

„მოამბე“ განაგრძობს პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის საეთერო დროის დათმობას. დღეს ჩვენი სტუმარი პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატი კახა კუკავა იქნება.

მოკლედ მისი ბიოგრაფიის შესახებ:

დაიბადა 1976 წელს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1997-2003 წლებში მუშაობდა იუსტიციის საბჭოში, ასევე სახელმწიფო დაცვის სამსახურში ადვოკატად.

2004 წელს გახდა პარლამენტის დეპუტატი, 2007 წელს ის „დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

2007-2009 წლებში იყო გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, 2010 წელს აირჩიეს საკრებულოს დეპუტატად, ამავე წელს დააფუძნა პარტია „თავისუფალი საქართველო“.