#არჩევნები2018 #დებატები2018 გიორგი ლილუაშვილი, მიხეილ სალუაშვილი, ბესარიონ თედიაშვილი, კახაბერ ჭიჭინაძე და თეიმურაზ შაშიაშვილი #LIVE

პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს.

პირველი ასეთი დებატები უკვე გაიმართა 4 ოქტომბერს.

დღეს, 12 ოქტომბერს პირველ არხზე საპრეზიდენტო დებატებში, რომელიც არაკვალიფიციურ სუბიექტებს შორის გაიმართება, მონაწილეობას ხუთი კანდიდატი მიიღებს – გიორგი ლილუაშვილი, მიხეილ სალუაშვილი, ბესარიონ თედიაშვილი, კახაბერ ჭიჭინაძე და თეიმურაზ შაშიაშვილიდაანონსებული იყო, რომ დღეს დებატები შვიდ კანდიდატს შორის გაიმართებოდა, თუმცა ზურაბ ჯაფარიძემ და ვლადიმერ ნონიკაშვილმა პირველ არხს აცნობეს, რომ მასში მონაწილეობას ვერ ახერხებენ.

ამასთან, ცნობილი იყო, რომ დებატებში მონაწილეობას ვერ ახერხებს სალომე ზურაბიშვილი, ხოლო გიორგი ანდრიაძემ უარი განაცხადა.

პირველ არხზე ამ სახის კიდევ ორი დებატები 19 და 26 ოქტომბერს გაიმართება – ამჯერად უკვე კვალიფიციურ კანდიდატებს შორის.

ამ დებატების გარდა, პირველი არხი კანდიდატებს საშუალებას აძლევდა, ერთმანეთი დებატებში გამოეწვიათ და თანხმობის შემთხვევაში მათთვის საეთერო დრო დაეთმო.

პირველ არხზე უკვე გაიმართა სამი ასეთი დებატები. კიდევ ერთი ჩანიშნულია 24 ოქტომბერს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე მიიღებენ მონაწილოებას.

რა უნდა ვიცოდეთ საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ

დებატები 2018

 
დატოვე კომენტარი