თემურ შაშიაშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია

18:30, 04.09.2018

პრეზიდენტობის კანდიდატი, თემურ შაშიაშვილი ხელმოწერების შეგროვებას რუსთაველის მეტროსთან განაგრძობს.

მხარდამჭერებს ხელის მოწერა საღამოს 7 საათამდე შეეძლებათ. შაშიაშვილი მედიასთან საარჩევნო პროგრამაზე არ საუბრობს და განმარტავს, რომ მის პროგრამაში ყველა ძირითადი საკითხი იქნება თავმოყრილი.

წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენას პრეზიდენტობის კანდიდატი ბორჯომში 12 სექტემბრამდე გეგმავს.

მსგავსი