პრეზიდენტობის კანდიდატი, თემურ შაშიაშვილი ხელმოწერების შეგროვებას რუსთაველის მეტროსთან განაგრძობს.
მხარდამჭერებს ხელის მოწერა საღამოს 7 საათამდე შეეძლებათ. შაშიაშვილი მედიასთან საარჩევნო პროგრამაზე არ საუბრობს და განმარტავს, რომ მის პროგრამაში ყველა ძირითადი საკითხი იქნება თავმოყრილი.
წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენას პრეზიდენტობის კანდიდატი ბორჯომში 12 სექტემბრამდე გეგმავს.