შეხვედრა ამომრჩეველთან

ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა და „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ბერდიანსკის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ. უგულავამ საარჩევნო პროგრამა მიმოიხილა, პრიორიტეტებზე ისაუბრა და მოსახლეობას მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ბურჯანაძის შეფასებით, სწორედ გიგი უგულავაა ის კანდიდატი, რომელიც ფოთელების ღირსეულ მერობას შეძლებს.