თეიმურაზ შაშიაშვილი ახალციხის მცხოვრებლებს შეხვდა

15:20, 25.10.2018

ახალციხეში იმყოფებოდა თეიმურაზ შაშიაშვილი.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, ის უარს ამბობს ორგანიზებულ შეხვედრებზე და საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამას ახალციხის თეატრის წინ შეკრებილ მოქალაქეებს აცნობს.

შაშიაშვილის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი განსაკუთრებულად საყურადღებოა, რადგან ადგილობრივებთან საუბრისას გამოიკვეთა რეგიონიდან ახალგაზრდობის მასიური გადინება.

მსგავსი