თბილისში მცხოვრებ 49 ოჯახს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები დაუკანონდა

თბილისში მცხოვრებ 49 ოჯახს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები დაუკანონდათ. ყვარლის, ტვიშის, უშაკოვის და ყვარლის II შესახვევის ქუჩების მოსახლეობას საკუთრებაში ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები, თუმცა, ამ დრომდე არ ფლობდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ნაკვეთებს. ე.წ. მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრებლებს, დედაქალაქის მერი შეხვდა.