თბილისში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის საქართველოს თასის პირველი ტურნირი გაიმართა
თბილისში ,,ბენდელას“ სახელობის სტადიონზე, არჩილ ტატუნაშვილის სახელობის საქართველოს თასის პირველი ტურნირი გაიმართა. საფინალო შეხვედრა ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის მიმდინარეობდა. მატჩი გორის ,,დილასა’’ და თბილისის გუნდებს შორის შედგა, რომელიც თბილისის ,,თბილისის’’ გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს არჩილ ტატუნაშვილის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცა. თამაშს არჩილ ტატუნაშვილის მამა და ძმაც ესწრებოდნენ. მატჩი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული.