თბილისში ხვალ აბრეშუმის გზის ფორუმი იხსნება.
დელეგატების ნაწილი უკვე საქართველოშია. ღონისძიებას 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე წარმომადგენელი დაესწრება. მათ შორის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები, ყაზახეთისა და სლოვენიის ვიცე-პრემიერები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და ბიზნესმენები. მთავარი თემა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ათვისება და სავაჭრო კავშირების გამყარებაა. მაღალი დონის ღონისძიება საქართველოში მეორედ ტარდება.